ხაბეიშვილის ინტელექტი იცით, გუბაზ სანიკიძის ინტელექტი იცით...- კობახიძე ენმ-ის საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ენმ-ს ისევ ინტელექტუალურ რესურსს უწუნებს და ამბობს, რომ მათთვის არ აქვს მნიშვნელობა ისინი შეწყვეტენ თუ არა ბოიკოტს. კობახიძის მტკიცებით, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის დიდი ნაწილი შესრულებულია, დარჩა მხოლოდ 2 და ეს პროცესი ენმ-ს მონაწილეობის გარეშე მოხდა: 

"რეალურად, ორი რეკომენდაცია დარჩა გასათვალისწინებელი, შესაბამისი კანონპროექტები არის მიღებული. მანამდე ისე მივიღეთ რეკომენდაციებთან დაკავშირებული ყველა კანონპროექტი, რომ ამაში არ იყო ჩართული ნაცმოძრაობა. ბოლო ეტაპზე რა ფასი აქვს მათ ჩართულობას, ეს არ ვიცი, თუმცა ჩვენთვის არსებითი მნიშნელობა არ აქვს რეალურად ისინი იქნებიან ქუჩაში, თუ იქნებიან პარლამენტში. მათ არც ქუჩის რესურსი აქვთ და არც პარლამენტის. პარლამენტის რესურსი არ აქვთ პირველ რიგში იმის გამო, რომ მათი ინტელექტუალური შესაძლებლობები არის ძალიან შეზღუდული. მათ არ აქვთ ელემენტარული უნარი, რომ ჩაერთონ კანონპროექტების განხილვაში და ა.შ.აქედან გამომდინარე რაიმე დიდი ფასი მათ მონაწილეობას საპარლამენტო ცხოვრებაში ბუნებრივია არ აქვს. 

ხაბეიშვილის ინტელექტი იცით, გუბაზ სანიკიძის ინტელექტი იცით, სხვების ინტელექტი იცის. ინტელექტით ვერ ახერხებენ რეალურად მიყოლას იმ პროცესებზე რაც არის დაკავშირებული კანონპროექტების მიღებასთან" აცხადებს ირაკლი კობახიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი