შემაშფოთებელ ნაბიჯებზე საქართველოს ხელისუფლებასთან გულწრფელები ვართ, ასე გავაგრძელებ - დანიგენი

გამოქვეყნდა:

"ვფიქრობ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვართ გულწრფელები საქართველოს ხელისუფლებასთან იმ შემაშფოთებელ ნაბიჯებზე, რაც ჩვენ ვნახეთ და მე განვაგრძობ ამ გულწრფელობას ხელისუფლებასთან, თუ დამამტკიცებენ. ეს ის დიალოგია, რომელიც ვიცი, რომ გვაქვს. 

საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია ბოლო 30 წლის განმავლობაში, მაგრამ არსებობს გარკვეული შემაშფოთებელი ფაქტები, რომლებიც მეტყველებს, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. თვალს ვადევნებდი საქართველოში უცხოური გავლენის კანონის მიერ გამოწვეულ პროტესტს, ვფიქრობ, ის ასახავდა ქართველი ხალხის სურვილს, იყვნენ მტკიცედ ინტეგრირებულნი დასავლეთთან და ევროკავშირთან". 

თქვა საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა, რობინ დანიგენმა სენატში გამოსვლისას. იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი