მარტის აქციაზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნდა:

მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარე მოითხოვდა, მის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო გირაო 10 000 ლარის ოდენობით. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა.

სხდომის პარალელურად, პოლიტიკოსები, აქტივისტები და მოქალაქეები შეიკრიბნენ საქალაქო სასამარლოს ეზოში. მათ მოსამართლის გადაწყვეტილება შეძახილებით "რუსებო" გააპროტესტეს. 

გამოძიების ინფორმაციით,  ლაზარე გრიგორიადისიმ 7 მარტის აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი და ცეცხლი წაუკიდა პოლიციის ავტომანქანას. შსს-ს განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აკვეთა ემუქრება. 

გრიგორიადის დაკავების შესახებ სახელისუფლებო პროპაგანდისტულმა მედია POSTV-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს ის წარსულში "მამის მიმართ ძალადობაზეა ნასამართლევი". ასევე გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს ის "დროას" წევრი იყო. 

პარალელურად ქართულმა ოცნებამ გრიგორიადისის დისკრედიტაციის კამპანია წამოიწყო. 

ამავე თემაზე:

ამ ადამიანს აქვს ყველანაირი ორიენტაცია არეული და ეს არის რეალობა - კობახიძე დაკავებულ 21 წლის ბიჭზე

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი