მარტის აქციაზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა, სასამართლოს განაჩენს გამოეხმაურა და ამბობს, რომ გულის სიღრმეში იმედი ჰქონდა, რომ მის შვილიშვილს გირაოს შეუფარდებდნენ. ცოტა ხნის წინ მოსამართლის გადაწყვეტილებით 21 წლის ბიჭს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

"სადღაც გულის სიღრმეში მაინც მეგონა, რომ გირაოს გამოიყენებდნენ, მაგრამ ნუ, სადღაც შორს, გულის სიღრმეში, მაგრამ. თქვენც ხომ იყავით პროცესზე და ნახეთ იქ რა ხდებოდა... გამაგრება, ვაჟკაცი ბიჭია და გამაგრება", - თქვა დაკავებულის ბაბუამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. უწყება მას "რუსული კაონის" გასაპროტესტებლად გამართულ აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმასა და სხვისი ნივთების დაზიანებას ედავება.

შსს-ს განცხადებით, მან 7 მარტს ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი სამართალდამცველების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. ასევე, დაწვა დაწვა პოლიციის კუთვნილი მანქანა.

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

გრიგორიადის დაკავების შესახებ სახელისუფლებო პროპაგანდისტულმა მედია POSTV-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის წარსულში "მამის მიმართ ძალადობაზეა ნასამართლევი". ასევე გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს ის "დროას" წევრი იყო.  იხილეთ "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადება აქტივისტზე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი