უფრო მეტად გამოიხატა კახექსია...სერიოზული ჩარევები სჭირდება, რათა მისი სიცოცხლე გადარჩეს - წულაძე მიხეილ სააკაშვილზე 

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველის კონსილიუმმა  კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. ნევროლოგი თენგიზ წულაძე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა, სერიოზული ჩარევები სჭირდება, რათა მისი სიცოცხლე გადარჩეს. 

ასევე წულაძის თქმით, კიდევ უფრო მეტად გამოიხატა კახექსიის მდგომარეობა და სისუსტე. ამასთან მისი თქმით, მესამე პრეზიდენტმა წონა კიდევ დაიკლო და 1 თვეში დაახლოებით 4 კილოგრამი დაიკლო და ახლა 63 კილოგრამია.

"კიდევ უფრო მეტად გამოიხატა კახექსიის მდგომარეობა და სისუსტე. მისი მდგომარეობა მძიმეა, სერიოზული ჩარევები სჭირდება, რათა მისი სიცოცხლე გადარჩეს. ვეღარ იტყვი, როდის, რა სისწრაფით დამძიმდება პაციენტი. პროგნოზირება ძალიან ძნელია. კომბინირებული და რთულად სამართავი პაციენტია. გადაადგილება შეუძლია, რამდენიმე მეტრს გაივლის. ეს არ არის ის, რაც ჩვეულებრივ ადამიანს შეუძლია. გადაადგილებისას, სავარაუდოდ, დაცემის მაღალი რისკი აქვს. მისი წამოდგომა და გადაადგილება რისკთან არის დაკავშირებული მაშინაც კი, როდესაც პალატიდან საპირფარეშოში შესვლას დააპირებს.“,- ამბობს წულაძე.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს სახალხო დამცველის კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილთან 19 თებერვალს იმყოფებოდა. ახალი სახლხო დამცველის, ლევან იოსელიანის დანიშვნის შემდეგ კი ეს პირველი ვიზიტია მესამე პრეზიდენტთან.  

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი