ჟვანიას მოედნიდან ონიაშვილის ქუჩაზე გადაადგილება ცალმხრივი ხდება

გამოქვეყნდა:

ჟვანიას მოედნიდან ონიაშვილის ქუჩაზე გადაადგილება ცალმხრივი ხდება,- ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების განმარტებით, 3 აპრილის 20:00 საათიდან ონიაშვილის ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი გახდება და ავტომობილები გადაადგილდებიან მხოლოდ ბუდაპეშტის ქუჩის მიმართულებით.

"ჟვანიას მოედნიდან ონიაშვილის ქუჩაზე გადაადგილება ცალმხრივი ხდება

ზურაბ ჟვანიას მოედნის, ასევე, ყაზბეგისა და პეკინის გამზირების ახალი გეგმარებითი სქემის მიხედვით, ტრანსპორტის გადაადგილების სქემაში გარკვეული ცვლილებები შედის.

კერძოდ, 3 აპრილის 20:00 საათიდან ონიაშვილის ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი გახდება და ავტომობილები გადაადგილდებიან მხოლოდ ბუდაპეშტის ქუჩის მიმართულებით", - ვკითხულობთ თბილისის მერიის განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი