"სამი დღე ვწვალობდით და ისევ ქართველებმა გამოვიტანეთ მისი ცხედარი" - მიხეილ მაზანაშვილს კიევში გადაასვენებენ

გამოქვეყნდა:

უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა  იმ ტერიტორიაზე შეღწევა მოახერხეს, სადაც 31 მარტს მიხეილ მაზანაშვილი დაიღუპა. ქართველი სამხედროს ცხედარი ბრძოლის ველიდან უკვე გამოსვენებულია. 

"სამი დღე ვწვალობდით მისი ცხედრის გამოტანას და დღეს გამთენიას, 6 საათზე, ისევ ქართველებმა გამოვიტანეთ. მორგშია გადასვენებული და დღეს ალბათ გადაასვენებენ კიევში. გადასვენებაში უკრაინის საელჩო მიიღებს მონაწილეობას. ყოველთვის გვეხმარებიან ეგეთ რაღაცეებში" ამბობს უკრაინაში მებრძოლი ქართველი, დავით ქუქჩიშვილი

მიხეილ მაზანაშვილი ყველაზე ცხელ წერტილში, ბახმუტთან იბრძოდა სადაც, მიმდინარე შეტაკებებს ემსხვერპლა. არაოფიციალური ინფორმაციით ქართველი მებრძოლი რუსულ ჭურვს შეეწირა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი