"თქვენ გრძნობთ პასუხისმგებლობას რომ მოვედი სამსახურში და უნდა... თუ კითხვები გაქვთ, მობრძანდით ჩემთან კულტურის კომიტეტში და გაგცემთ. ასეთ ფორმატში არა, არასდროს არ მივცემ არცერთ ტელევიზიას. [ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ, ხომ არ ისურვებთ მაყურებელს, რომელიც გვისმენს უპასუხოთ] თქვენს მაყურებელს მე არ ვცნობ.
რა გინდათ ახლა დამაბულინგოთ? თუ რა?! მე ხომ გითხარით, რომ არ გცემთ პასუხს, ახლა რა ენაზე გითხრათ, ფრანგულად, ინგლისურად, რუსულად თუ ქართულად".
უთხრა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ელისო ბოლქვაძემ კრიტიკული არხების ჟურნალისტებს მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით.