დაპირისპირება ბათუმში - ოჯახს გამოსახლება ემუქრება

გამოქვეყნდა:

ხმაური იყო ბათუმში, ვაჟა - ფშაველას ქუჩაზე. მიქელაძეების ოჯახში აღსრულების ბიურო მივიდა. ოჯახის წევრებს გამოსახლება ემუქრებათ. რამდენიმე წლის წინ, კერძო მევახშისაგან მათ 35 ათასი აშშ დოლარი აიღეს, მიქელაძეები 55 ათასს იხდიან ,თუმცა იპოთეკით დატვირთულ სახლს კერძო მევახშე აღარ აძლევს. ოჯახის ახლობლების განცხადებით, მევახშე სახლის დაპატრონებას ცდილობს. ადგილზე იმყოფებოდნენ ოჯახის ახლობლები. ისინი აღსრულების პოლიციას სახლში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი