ცენზურა და კრიტიკული მედიის გაკონტროლების მცდელობა. ქართული ოცნება ჟურნალისტებს საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობას უზღუდავს- მიზეზი უხერხული შეკითხვებია, რომლებზეც ივანიშვილის გუნდს პასუხი არ აქვს და კომფორტის ზონიდან გაყავს. სადამსჯელო ღონისძიება ამჯერად მთავარი არხისა და ტვ პირველის ჟურნალისტებზე გავრცელდა, რომლებსაც აკრედიტაციები შეუჩერეს. მიუხედავად იმისა რომ კანონმდებლებს, სახელისუფლებო პარტიის წევრებს კი მით უფრო ვალდებულება ეკისრებათ ყველა კითხვას გასცენ პასუხი, მედიის წინააღმდეგ გატარებული სანქციების მიზეზი დეპუტატი ელისო ბოლქვაძე გახდა,რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების შეფასება სთხოვეს.
ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი