ვარკეთილში მეხანძრე-მაშველები და ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე რჩებიან. ამასთან, უცნობია რა გახდა მასშტაბური ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
არსებული ინფორმაციით, იწვოდა ტანსაცმლის რამდენიმე საწყობი. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა, ასევე რა ფართობია დამწვარი, ჯერჯერობით უცნობია.
ამავე თემაზე: