ყვარელში 24 წლის ლევან დოლენჯაშვილს უკვე მეოთხე დღეა რაც ეძებენ.
ახალგაზრდა სოფელ საცხენიდან 8 აპრილს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ერთ-ერთი ვერსიით დაკარგული თბილისში ისნის მეტროს ტერიტორიაზე შენიშნეს, თუმცა ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ეს ინფორმაცია დაუზუსტებელია.
მათი ინფორმაციით, როგორც სამართალდამცველებმა განაცხადეს, იმ კონკრეტულ ადგილას სადაც დაკარგული ახალგაზრდა შენიშნეს, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, ამიტომ იქ არსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღება ვერ ხერხდება.
ოჯახის თქმით, დამატებით ინფორმაცია ლევან დოლენჯაშვილის გაუჩინარებასთან დაკავშირებით არ აქვთ. ისინი ამბობენ, რომ დაკარგულს რაიმე ტიპის დაპირისპირება ან კონფლიქტი არც ოჯახის წევრებთან და არც იმ ადამიანებთან ჰქონია, რომლებთან ერთადაც 8 აპრილის ღამეს, გაუჩინარებამდე რამდენიმე საათით ადრე, სხვა სოფელში იქეიფა.
ახლა დოლენჯაშვილების ოჯახი ითხოვს, რომ ძებნის სამუშაოები კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს.
ავტორი: ია გულიაშვილი