"ზუგდიდი დაუსრულებელი მშენებლობების ქალაქი გახდა" - ენმ პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრობა" პროკურატურას მიმართავს და ზუგდიდში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებთან დაკავშირებით გამოძიებას ითხოვს. ბენდელიანის ქუჩაზე, სადაც შსს-ს პოლიციელებისთვის კორპუსები უნდა აეშენებინა, ბრიფინგი ჩაატარა ზუგდიდის საკრებულოში ენმ-ის წევრმა დარიკო არქანიამ და კორუფციის ნიშნებზე ისაუბრა.

მისი თქმით, აღნიშნულ კორპუსებთან დაკავშირებით გაიფლანგა ზუგდიდელების ფული და 2018 წელს ტენდერი მოიგო ისეთმა კომპანიამ, რომლის ხელმძღვანელებიც "ქართული ოცნების" შემომწირველები იყვნენ.

"აღნიშნული ბინების ტენდერი გამოცხადდა 2018 წელს და გამარჯვებული კომპანია გახდა შპს „თიემი“, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება და ხელშეკრულების თანხა გახლდათ 6 მილიონი ლარი. შპს თიემის იმ დროინდელი დირექტორი გახლდათ ვინმე თეონა ოთიაშვილი, რომელიც 2016-17 წლებში „ქართულ ოცნებას“ შესწირა საკმაოდ სოლიდური თანხა. ასევე შპს თიემის 2019 წლის თებერვლიდან 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით, ხელმძღვანელ გახლდათ ჯემალ გვალიანი, რომელმაც ასევე „ქართულ ოცნებას“ შესწირა სოლიდური თანხა 60 000 ლარის ოდენობით და 2020 წელს, როდესაც უნდა დასრულებულიყო ამ კორპუსების მშენებლობა, ვერ დაასრულა კომპანიამ და ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და ამასობაში კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარი გადაურიცხეს, რომელიც კაცმა არ იცის სად წავიდა, ვის გადაურიცხეს, ვინ არის ამ გაფლანგულ თანხებთან დაკავშირებით პასუხისმგებელი დღემდე არავინ არ ვიცით", - თქვა დარიკო არქანიამ.

როგორც დარიკო არქანია ამბობს, ტენდერი ისევ გამოცხადდა უკვე აღნიშნული კორპუსების დაკონსერვების სამუშოებთან დაკავშირებით და აქაც, გამარჯვებული კომპანიის ხელმძღვანელი, "ქართული ოცნების" შემომწირველი იყო.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი