მძღოლი, რომელიც ვარკეთილში 15 წლის მოზარდს დაეჯახა, დაკავებულია. როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 18 აპრილს, დღის მეორე ნახევარში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ჯერ ხეს, შემდეგ კი მოზარდს დაეჯახა. 15 წლის მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.
იხილეთ ასევე: