არასრულწლოვნებზე განხორციელებული სავარაუდო შექსულუარი შევიწროების ფაქტი ვანის მუნიციპალიტეტში. გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის სამარშრუტო ტაქსის მძღოლი, მოსწავლეებს სიტყვიერად და ფიზიკურად ავიწროებდა.
ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა მოზარდებმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. მომხდარის შესახებ არასრულწლოვნებმა მშობლებს უამბეს, რის შემდეგაც საქმეში პოლიცია ჩაერთო. მომხდარის გამო თანამდებობა დატოვა სკოლის დირექტორმა.
შსს-მ გამოძიება დაიწყო სსკ-ის 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს, თუმცა კაცი ამ დრომდე არ დაუკავებიათ.