ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხევის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნდა:

ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხევის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. პრორუსული პარტია "ალტ-ინფოს" წევრმა ვასილ გოგალაძემ უკრაინის დროშა ვაკის პარკში გუშინ ჩამოხსნა, შემდეგ დახია და ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა. ვიდეოში კაცი იგივეს გაკეთებისკენ სხვა მოქალაქეებსაც მოუწოდებს.

ამ დროისთვის მის გვერდზე ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა აღარ იძებნება. ხოლო უკრაინის დროშა ადგილზე ვაკის პარკის დაცვის თანამშრომლებმა დააბრუნეს. 

შეგახსენებთ, რომ გოგალაძე 2018 წელს მაშინდელი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას გინების გამო იყო დაკავებული. "მთავარი არხისთვის" უცნობია მან სასჯელი მოიხადა, თუ გირაოთი გათავისუფლდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი