სანქციები და დიპლომატიური ურთიერთობის კრიზისი | არახამიას გზავნილები და "ოცნების" მორიგი შეტევა

გამოქვეყნდა:

სანქციები და დიპლომატიური ურთიერთობის კრიზისი - უკრაინის პრეზიდენტის პარტიის ყველაზე გავლენიანი ლიდერი საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებს და პოლიტიკურ რჩევებს აძლევს. "მთავარ არხთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში დავით არახამია ასახელებს რამდენიმე ადამიანის გვარს, რომლებზეც ქართულ-უკრაინული ურთიერთობები და საქართველოს ხელისუფლების ბედია დამოკიდებული.

მათ შორის, უკრაინელი პოლიტიკოსი პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა გვარამიაზე ლაპარაკობს. ამ ორი პოლიტპატიმრის გათავისუფლების გარეშე კიევში არათუ დასავლეთთან ურთიერთობის დარეგულირება, უკრაინასთან დიპლომატიური კრიზისის დასრულება და თბილისში ელჩის გამოგზავნაც კი შეუძლებლად მიაჩნიათ.

მაგრამ ეს არ არის ყველაფერი - დავით არახამია საუბრობს ოლიგარქ ივანიშვილის გარემოცვის კონკრეტულ წევრებზეც, რომლებისთვისაც სანქციები ფაქტობრივად გამზადებულია. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი