"პირადად მე ვაპირებ ჩამოსვლას" - სერგეი გავრილოვი სავიზოს გაუქმებაზე

გამოქვეყნდა:

დუმის კომუნისტი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი კრემლის გადაწყვეტილებით კმაყოფილია. "მთავარ არხთან" საუბარში გავრილოვი ამბობს, რომ ის თბილისში კიდევ აპირებს ჩამოსვლას და ამჯერად უკვე პირდაპირი რეისით:

"ვთვლი, რომ ეს არის ძალიან დადებითი გადაწყვეტილება, რომელსაც დიდი ხანი ველოდით. ეს მოხსნის იმ ხელოვნურ ბარიერებს, რომლებიც ხელს უშლიდა ქართველებს რუსეთში მყოფი ნათესავების მონახულებაში, ისევე, როგორც პირიქით. ეს ასევე ხელს შეუწყობს კომერციული და პირადი კონტაქტების დამყარებას. ასევე შეამცირებს არსებულ დაძაბულობას სამხრეთ კავკასიაში. 

ჩვენ არაერთხელ მივმართავდით რუსეთის პრეზიდენტს, რომ მოხსნილიყო ყველა არსებული ბარიერი, მით უმეტეს, რომ საქართველოს არა აქვს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებთან. ვისაც არ უნდა რუსეთში ჩამოსვლა, შეუძლია არ ჩამოვიდნენ.

მე არ ვიცი, იცოდა თუ არა ქართულმა ოცნებამ ამ გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ, მაგრამ ვიცი, რომ საქართველოში ბევრი ელოდა ამ გადაწყვეტილებას.

პირადად მე ვაპირებ ჩამოსვლას. შესაძლოა ეს არ მოხდეს ახლო მომავალში, მაგრამ საქართველოში ჩემი ბევრი ნათესავია დაკრძალული. არ ვიცი, შემომიშვებენ თუ არა საქართველოში, ეს დამოკიდებულია ქვეყნის  ხელისუფლებაზე" ამბობს გავრილოვი. 

შეგახსენებთ, სწორედ გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანასა და მის ჩასმას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში, 2019 წელს საქართველოში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. სწორედ ამის შემდეგ გააუქმა ფრენები რუსეთმა საქართველოსთან. დღეს კი პუტინმა ყველა შეზღუდვა მოხსნა და სავიზო რეჟიმიც გააუქმა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი