ცნობილია შსს-ს თანამშრომლების ვინაობა, რომლებიც ქარელში მომხდარ ავარიას ემსხვერპლნენ

გამოქვეყნდა:

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორი-ქარელის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 1972 წელს დაბადებული ომარ ქარელი და 1992 წელს დაბადებული ვანო ბასანიძე დაიღუპნენ.

ორივე მათგანი შსს-ს თანამშრომელია.

საპატრულო ეკიპაჟი ავტობანის მისადგომთან იყო გაჩერებული, როცა დასავლეთ საქართველოდან დიდი სიჩქარით მომავალი ავტომანქანა, პატრულის მანქანას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ორივე თანამშრომელი ადგილზე დაიღუპა. 

დაშავებული მძღოლი "გორმედში" გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია. პოლიციამ ის უკვე დააკავა. 

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-9 ნაწილითაა დაწყებული, რაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი