- "მოასწრო ჩამოსვლა ეკატერინე ლავროვამ"? - "კი, კი" | "ყვარლის ტბის" თანამშრომლის დადასტურება, რომ ლავროვის სანქცირებული შვილი ნამდვილად სასტუმროში იმყოფება 

გამოქვეყნდა:

- "მოასწრო ჩამოსვლა ეკატერინე ლავროვამ"? - "კი, კი" - ეს ფრაგმენტია "მთავარი არხის" ჟურნალისტისა და სასტუმრო "ყვარლის ტბის" თანამშრომელს შორის საუბრის, რა დროსაც მან დაადასტურა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი, ეკატერინა ლავროვა ნამდვილად მათ სასტუმროში იმყოფება. 

"მთავარი არხის" თანამშრომელმა დარეკა "ყვარელი რეზორტში", თუმცა მათთვის არ უთქვამს, რომ ჟურნალისტი იყო, გაეცნო როგორც კურიერი და უთხრა, რომ ეკატერინა ლავროვასთვის ყვავილები მიჰქონდა. სწორედ ამ დროს დაადასტურა სასტუმროს ადმინისტრაციამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ქალიშვილის ყვარელი რეზორტში ყოფნა.

ცოტა ხნის წინ განცადება თავად სასტუმრომ გაავრცელა, სადაც ჩვენს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაცია უწოდა:

ცნობისთვის, "მთავარმა არხმა" დღეს გავავრცელეთ ინფორმაცია, რომ სერგეი ლავროვის სანქცირებული ოჯახის წევრები საქართველოში არიან, მათ შორისაა ლავროვის შვილი, ეკატერინე ლავროვა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახი კახეთში გრანდიოზული ქორწილისთვის ემზადება. 

"მთავარი არხის" ინფორმაციითვე, საქართველოში ქორწილი ლავროვის სიძის, ალექსანდრე ვინოკუროვის ძმას ექნება. მან ქორწილის გადახდა "ყვარელი რეზორტში" გადაწყვიტა, რის გამოც, 2 დღეა, სასტუმროში რუსების წვეულებისთვის ემზადებიან და ქართველებისთვის დაკეტილია. ასევე, ცნობილია, რომ სტუმრების ნაწილი ღამეს სასტუმრო "ახაშენში" გაათევს.

"მთავარის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, რომ ქორწილი ორდღიანია და წვეულების პირველი დღე სასტუმროში უკვე მიმდინარეობს. ასევე, ცნობილია, რომ ლავროვის ოჯახის წევრებმა ხელი დღეს თბილისში მოაწერეს.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი