პარტია "დროას" ინფორმაციით, ელენე ხოშტარია თბილისში, ავჭალის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, აქციაზე დაკავებული სხვა პირები კახეთის სხვადასხვა ქალაქებში გადაიყვანეს:
პარტია “დროასთვის” ცნობილი გახდა, თუ სად არიან გადაყვანილი დაკავებულები:
თელავი: ძმები მირაქოვები, დიღმელაშვილი, გეწაძე.
საგარეჯო: ქერაჭაშვილი, გედენიძე, ხასაია, პაპაშვილი.
გურჯაანი: ნარსია, ღონიშვილი, ხუსკივაძე.
სიღნაღი: ჩიქოვანი, მაცაბერიძე, ჩხობაძე.
UPDATE: ელენე ხოშტარია გადაყვანილია ავჭალაში " - წერია განცადებაში
შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარია სამართალდამცავებმა თელავში იმ დროს დააკავეს, როდესაც დაკავებული აქტივისტებისთვის ადვოკატის უფლებას ითხოვდა.