ბაჩალიაშვილის საქმის უცნობი ფიგურანტი, ბაჩანა - FBI-ის წინააღმდეგია

გამოქვეყნდა:

ვინმე ბაჩანა, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ჩნდება, გარდაცვლილის დედისთვის ეჭვებს აჩენს. თეონა თამაზაშვილი, "ღამის მთავარში" ამბობს, რომ ამ პიროვნებამ - ბაჩანამ, ოჯახის მოთხოვნა- გამოძიებაში ჩაერთოს FBI-ი, გააპროტესტა.

გარდა ამისა, როგორც თამაზაშვილი ამბობს, ვინმე ბაჩო აშშ-ს საელჩოსთან აქციის გამართვის წინააღმდეგიც იყო.

დედა, თეონა თამაზაშვილი იხსენებს, რომ მათ ოჯახში ბაჩანა პირველად თამარ ბაჩალიაშვლის გასვენების დღეს, მისმა ნათესავმა მიიყვანა. ამის შემდეგ კი კონტაქტი გარდაცვლილი გოგონას ოჯახთან ინტერნეტის საშუალებით ჰქონდა.

“წუხელ საღამოს, რომ უკვე გადავწყვიტე საელჩოსთან შეხვედრა, მომწერა რას შვები, როგორა ხარ, რას აპირებო. რომ ვახსენე ამერიკის საელჩოსთან უნდ გავმართო აქცია, FBI-ი რათ გინდა, რას გაარკვევსო...მე ვუთხარი მოგზავნილი ხო არა ხარმეთქი, აქეთ მწერს, იქნებ შენ ხარ მოგზავნილიო...მე მგონი შემოგზავნილი და შემოგდებული ვიღაცაა​" ამბობს თეონა თამაზაშვილი. მისივე თქმით, სწორედ ამის შემდეგ წაშალა სოციალური ქსელიდან თამაზაშვილმა ვინმე ბაჩანა.

ბაჩალიაშვილის დედა ასევე ყვება, რომ გასვენების შემდეგ ბაჩანამ "მესენჯერის" საშუალებით შვილმკვდარ დედას თამართან ერთად, 19 ივნისს გადაღებული ფოტოები გაუგზავნა და მისწერა, რომ მათ თამარის დაბადების დღე ერთად აღნიშნეს.

გარდა ამისა, თეონა თამაზაშვილი სამართალდამცველების მხრიდან მეზობლების ზეწოლაზე საუბრობს.

“საელჩოდან მოვედი და შეშინებული თვალებით მიყურებენ მეზობლები, რომ აქ დადიან კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები და დეზინფორმაციას ავრცელებენ. ეს არ იყო დაკითხვა, ეს იყო ზეწოლა, როგორი ოჯახია, რითი არსებობენ, რითი სუნთქავენ, იძიებენ ჩემი ოჯახის დეტალებს" - ამბობს თეონა თამაზაშვილი.

მისივე თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ პანაშვიდის დღეებში, მათ სახლში უცნობი ქალი იმყოფებოდა, რომელიც კარადაში "რაღაცას ეძებდა" თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ ეს ინფორმაცია გამომძიებლებსაც აქვთ- “სახლთან დამონტაჟებულია კამერები და გამოძიებას წესით არ უნდა გაუჭირდეს ამ პიროვნების დადგენა” ამბობს თამაზაშვილი.

ბაჩალიაშვილის საქმეში ვინმე ბაჩანას გამოჩენის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს "ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორიც და წერს, რომ:

ამბავი პირველი:
ბაჩანა ლობჟანიძე !
დანიშნულია თამუნას შეყვარებულის როლზე.
ახლა გამოკითხვაზეა ტელეფონით.ველოდები მის ზარს.
თამუნას სხვა ბაჩანა მოსწონდა,"
წერს FACEBOOK-ზე ელისო კილაძე.

ბაჩალიაშვილების ოჯახმა აშშ-ს საელჩოსთან გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩართვის მოთხოვნით აქცია და შეხვედრა გამართა. აქციის შემდეგ კი, საქართველოს შსს-მ კომენტარი გააკეთა, რომ მზად არიან გამოძიებაში FBI ჩართონ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი