იუსტიციის სამინისტრომ დღეს გაასაჩივრა საერთაშორისო ტრიბუნალის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობას 112 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა რუსული ენერგოკომპანიისთვის. Inter Rao-სთან აღნიშნული დავა საქართველომ გასულ წელს წააგო.
თავდაპირველად რუსული კომპანია საქართველოსგან 200-მილიონიან კომპენსაციას ითხოვდა.
უცნობია რა თანხა გამოიყო ბიუჯეტიდან ამ საქმის ფარგლებში იურიდიული მომსახურებისთვის, საუბარია რამდენიმე მილიონ დოლარზე. იუსტიციის სამინისტროს აღნიშნულთან დაკავშირებით "მთავარი არხის" კითხვებისთვის ჯერ არ უპასუხია.