განგაშია გამოცხადებული ამ წუთებში თბილისის რამდენიმე სავაჭრო ცენტრში - "ისთ პოინტში", "თბილისი ცენტრალში" და "სითი მოლში" ამ წუთებში ევაკუაცია მიმდინარეობს. სამივე სავაჭრო ცენტრში სულ ცოტა ხნის წინ მიიღეს შეტყობინება ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ.
"თბილისი ცენტრალში" ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტებს ელოდებიან. ცნობილი ხდება, რომ სავაჭრო ცენტრმა ასაფეთქებელი მოწყობილების შესახებ ინფორმაცია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიიღო.
ტერორი დღეს დილიდან დაიწყო და უკვე უდიდეს მასშტაბებს მიაღწია. ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო რამდენიმე სკოლამ დედაქალაქში და სასამართლოებმა თბილისში, ქუთაისში, თელავში, გურჯაანში. ბათუმში, ზუგდიდსა და სენაკში. ყველაგან შეწყდა სამუშაო პროცესი და გამოცხადდა ევაკუაცია. ასაფეთქებელი არსად უპოვიათ.