როინ მეტრეველი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტად აირჩიეს

გამოქვეყნდა:

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტად როინ მეტრეველი  აირჩიეს. მეტრეველი ბოლო ათი წლის მანძილზე აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი იყო. აკადემია მისი გამოსვლის ტექსტს ავრცელებ, სადაც აკადემიკოსი მეცნიერებათა აკადემიის მნიშვნელობაზე, სამომავლო განვითარებასა და პერსპექტივებზე საუბრობს და ერთ-ერთ მთავარ და საჭირო ნაბიჯად, ხელისუფლებასთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ასახელებს:

"...საჭიროა ჩვენი მცდელობა, ხელისუფლებასთან ურთიერთობის გაუმჯობესება, რომ სახელმწიფომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მეცნიერების განვითარების აუცილებელი წინა პირობების შექმნაში, უზრუნველყოფილი რომ იქნას მეცნიერების სტაბილური განვითარება; საჭიროა მივაღწიოთ სამეცნიერო დაწესწებულებების რეალურ ავტონომიურობას და აკადემიურ თავისუფლებას.
შესაძლებლად გვესახება მთავრობასთან საკოორდინაციო საბჭოს შექმნა, რომლის უმთავრესი ამოცანა მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა იქნება..." ნათქვამია როინ მეტრეველის ვრცელ გამოსვლაში.

იხილეთ სრულად 

შეგახსენებთ, მეტრეველი 1991-2004 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი