"იმედი გვაქვს, პეკინი სწორ არჩევანს გააკეთებს და რუსეთს უკრაინიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს" | აშშ-ის ელჩი ჩინეთში

გამოქვეყნდა:

7 ივნისსს გაკეთებულ განცხადებაში აშშ-ის ელჩი ჩინეთში, ნიკოლას ბერნსი გამოთქვამს იმედს, რომ ოფიციალური პეკინი "სწორ არჩევანს" გააკეთებს და რუსეთს ომის დასასრულებისკენ უბიძგებს. 

”ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ისინი გააკეთებენ სწორ არჩევანს, ჩინეთის სწორი არჩევანი უბიძგებს რუსეთს დაიცვას საერთაშორისო სამართალი, გაიყვანოს თავისი ჯარები და დაინახოს უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა,” - განაცხადა ბერნსმა. 

მისივე თქმით, ცოტა ხნის წინ ჩინეთის წარმომადგენელ ლი ჰუის შეხვდა, რომელიც უკრაინაში გაემგზავრა.

”ეს არის ის, რაც მსოფლიოს სურს და მოელის. თუმცა, ვერ ვიწინასწარმეტყველებ, სახალხო რესპუბლიკის მთავრობა რას მოიმოქმედებს. მაგრამ ეს არის ის, რასაც ჩვენ აშკარად ვიცავთ და მათ იციან ჩვენი პოზიცია“, - თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთმა არ ისურვა, უარყოფითი პოზიცია დაეფიქსირებინა უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და ასევე, გაეკეთებინა მოწოდება ოკუპანტების ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით.

CNN-თან ინტერვიუში, აშშ-ის ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა და ამ საკითხის მცოდნე წყარომ განაცხადეს, რომ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, უახლოეს კვირებში ჩინეთში გაემგზავრება. თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა კვირას განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი "რაღაც მომენტში" შეხვდება ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინსაც.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი