ბოლო დღეებია მთელი მსოფლიო რუსეთის რეჟიმის მიერ ჩადენილ კიდევ ერთ კატასტროფული მასტაბის დანაშაულს უყურებს. კახოვკასთან კაშხლის აფეთქება იმ სისხლიანი არმიისთვისაც კი მეტისმეტი აღმოჩნდა, რომელიც მეზობელ უკრაინას განადგურებით, დანარჩენ სამყაროს კი ბირთვული ქობინებით ემუქრება.
პირველ დღეებთან შედარებით ხერსონში, დატბორილ ტერიტორიებზე წყლის დონემ 27 სანტიმეტრით დაიწია. თუმცა ახლა იზრდება ინფექციების რისკი, და კვალავაც არავინ იცის, როგორია ზუსტი მასშტაბები ამ კატასტროფისა.