კომაში მყოფი პაციენტის ადვოკატები დამნაშავე მედპერსონალის დასჯასა და სამედიცინო კონსილიუმის შეკრებას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

კომაში მყოფი 25 წლის პაციენტის ადვოკატები დამნაშავეების დასჯასთან ერთად, სამედიცინო კონსილიუმის შეკრებასაც მოითხოვენ.

უფლებადამცველების თქმით, 20 თვის შემდეგ მაინც, ექიმები უნდა დასხდნენ და გადაწყვიტონ, როგორ გამოიყვანონ კომატოზური მდგომარეობიდან ახალგაზრდა ქალი.

შეგახსენებთ, რომ პაციენტმა ხერხემლის პრობლემით თბილისის ცენტრალურ ჰოსპიტალს 20 თვის წინ მიმართა, რამდენიმე ოპერაციის შემდეგ კი მორიგი ანესთეზიის დროს კომაში ჩავარდა.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი