სტიქია ტანას ხეობაში | ძლიერი წვიმის გამო, მდინარე ადიდდა და სოფელში შევარდა

გამოქვეყნდა:

სტიქია ტანას ხეობაში - უხვი ნალექის გამო მდინარე საცხენეთი ადიდდა და წყალი სოფელში შევარდა. 
სოფელ ბოშურის ერთ-ერთ უბანში 8 ოჯახი სახლებში დაბრუნებას წყლის ნაკადის გამო ვერ ახერხებს.

დაზიანდა ბოგირები, დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები, რამდენიმე ადგილას დაზიანებულია გზაც. ღვარცოფულმა ნაკადმა ელექტროგადამცემი ხაზების ძელიც დააზიანა, თუმცა ენერგოპროს წარმომადგენლებმა ელექტროენერგიის მიწოდება მალევე აღადგინეს.

ადგილობრივები სპეცტექნიკით გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობენ. ბოშურში არსებულ ვითარებას გაეცნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. გორის მერიაში ამბობენ, რომ სამუშაოების დაწყება წყლის დონის დაწევის შემდეგ გახდება შესაძლებელი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი