სამტრედიაში, სათევზაოდ წასული მოზარდი მდინარემ იმსხვერპლა

გამოქვეყნდა:

უბედური შემთხვევა სამტრედიაში. მე-11 კლასის მოსწავლე მეგობრებთან ერთად მდინარე გუბისწყალზე სათევზაოდ იყო წასული, თუმცა ის მდინარემ იმსხვერპლა.

ადგილზე სამძებრო სამაშველო ღონისძიებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მაშველებმა არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი სამტრედიის მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლე იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი