სამცხე-ჯავახეთში ყირიმ-კონგოთი კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა

გამოქვეყნდა:

ახალციხის მუნიციპალიტეტებში ადიგენსა და ასპინძაში, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება სამ პირს დაუდასტურდა - ამის შესახებ ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. 

ყირიმ–კონგო ადიგენის სოფელ ნაქურდევში მცხოვრებ ორ კაცს და ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთაში მცხორვებ კიდევ ერთ პირს დაუდასტურდათ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამცხე–ჯავახეთის განყოფილების ინფორმაციით, მიმდინარე წელს რეგიონის მასშტაბით, ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელების 11 შემთხვევა გამოვლინდა. მათგან ერთი, ოჯახის ექიმი, გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი