"ძალიან პროვოკაციული შეკითხვებია, მე მგონი, ანუ..." - პარლამენტში მიყვანილი "ოცნების" მხარდამჭერი სტუდენტები ჟურნალისტებს

გამოქვეყნდა:

"ოცნებამ" პარლამენტში მხარდამჭერები მიიყვანა. საკანონმდებლო ორგანოში მისული ახალგაზრდები ამბობენ, რომ  სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციების წევრები არიან, ზოგი კი ამბობს, რომ კობახიძის სტუდენტია და პარლამენტში ექსკურსიაზეა. მათ დღეს ის ადგილი დაიკავეს, საიდანაც "ოცნებას" გუშინ რუსული რუბლები გადააყარეს.

რატომ მივიდნენ და ვინ მიიყვანათ, ამ კითხვაზე "ოცნების" მხარდამჭერი ახალგაზრდები ჟურნალისტებს, "ოცნების" სტილში პასუხობენ

"ძალიან პროვოკაციული შეკითხვებია მე მგონი, ანუ, პოლიტიკას არ ვეხებით საერთოდ. მოვედით უბრალოდ საკანონმდებლო ორგანოში და მე მგონი, ყველა ადამიანს აქვს უფლება, რომ ეს ყველაფერი ნახოს. რატომ ატარებთ გამოძიებას, ძალიან საინტერესოა, რატომ გაინტერესებთ ახალგაზრდები რატომ მოდიან თავის ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში?" პასუხობს ჟურნალისტებს პარლამენტში "ექსკურსიაზე" მისული ახალგაზრდა. 

მეორე სტუდენტი შეკითხვაზე, არის თუ არა კობახიძე მისი ლექტორი პასუხობს: დიახ, რამე პრობლემაა? ჩემ გარდა 300 კაცის ლექტორია კიდე და ათი ათასის იყო".

მოგვიანებით კი ამ ახალგაზრდებს მამუკა მდინარაძე შეხვდა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი