"ფორმულას" წილის ჟურნალისტებისთვის გადაფორმებაზე საჯარო რეესტრმა კეზერაშვილს უარი უთხრა

გამოქვეყნდა:

ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტებისთვის წილის გადაფორმებაზე საქართველოს საჯარო რეესტრმა დავით კეზერაშვილს უარი უთხრა. მიზეზი  ვადაგასული ქართული პირადობის მოწმობა აღმოჩნდა. 

 "ფორმულას" 25%-იანი წილის "თავისუფლების ფორმულისთვის", თანამშრომლების მიერ დაფუძნებული ორგანიზაციისთვის, გადაცემაზე მოთხოვნა არხის დირექტორის სახელით, საჯარო რეესტრში 9 ივნისს შევიდა. 

ამ განაცხადს თან ერთოდა შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების ასლი. დავით კეზერაშვილის ნაცვლად, დოკუმენტებს ხელს აწერდა მისი მინდობილი პირი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი