
თბილისში, დელისის მეტროს მიმდებარედ მსუბუქი ავტომობილი იწვის.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ და ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც.
რა გახდა შემთხვევის მიზეზი, უცნობია. თვითმხილველები ამბობენ მხოლოდ იმას, რომ ცეცხლი გაჩერებულ მანქანას გაუჩნდა.