ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზაზე მოძრაობა აიკრძალა

გამოქვეყნდა:

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ91-კმ92 (სოფელი ბაბილი) მონაკვეთზე, 300 მ-ზე, ძლიერი წვიმის შედეგად, ღვარცოფული პროცესები განვითარდა.

აღნიშნულის გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გზის წმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი