"გაქცეული მხედართმთავრების მიმდევრები ხართ, მიშათმავლები "- ასე მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერებს, რომლებმაც მისი გამოსვლის ის ნაწილი გააპროტესტეს, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრობდა და მას "ლაჩრულად წაგებული ომი" უწოდა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ ტურისტული ნაკადები გაზრდილია, შესაბამისად, შემოსავლებიც და ამაში რუსეთის მოქალაქეებსაც მიუძღვით წვლილი:
"ამ საერთო ხვედრით წილში, მათ შორის იმ ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც 2008 წელს, ლაჩრულად წაგებული ომის შემდგომ, სააკაშვილის ხელისუფლებამ მწვანე აუნთო, უვიზო რეჟიმი დაუწესა და ყვავილებით და ღვინით ხელში ედგებოდა" თქვა რიჟვაძემ, რასაც დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.
"ლაჩარი მოიკითხეთ თქვენი ბორინკა"- უპასუხა რიჟვაძეს ელგუჯა ბაგრატიონმა და ის ქართველი ჯარისკაცების შეურაცხყოფაში დაადანაშაულა.
მოგვიანებით კი ენმ-ის წევრმა, გიორგი კირთაძემ რიჟვაძეს აუდიოჩანაწერი ჩაურთო, სადაც მისივე თქმით, რიჟვაძე და ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში რუს ოფიცრებთან ერთად ქეიფობდნენ და რუსი მომღერლის, გაზმანოვის სიმღერებს უსმენდნენ.
თორნიკე რიჟვაძეს, რომელიც დღეს მისი მთავრობის საქმიანობის ანგარიშს წარადგენდა, ოპოზიციამ გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის საქმეც შეახსენა, რომელიც ამ დრომდე გამოუძიებელია.
იხილეთ ასევე: