''მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა'' | კახეთის გუბერნატორი გურჯაანის სტიქიაზე

გამოქვეყნდა:

კახეთის გუბერნატორი, გიორგი ალადაშვილი გურჯაანში მომხდარ სტიქიას გამოეხმაურა . როგორც ადგილზე მისულმა განაცხადა, სიტუაცია ამ ეტაპზე კონტროლს ექვემდებარება, რადგან სტიქიის ზონაში მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალაა მობილიზებული.

''სასიხარულოა, რომ მსხვერპლი არ არის. ახლა მობილიზდა რეგიონში არსებული ყველა მძიმე ტექნიკა, მათ შორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მძიმე ტექნიკა, ცოცხალი ძალა, დროულად ჩაერთო საგანგებო სიტუაციების მართვის სამაშველო სამსახური. მიმდინარეობს გზების გაწმენდის და წყლის ამოტუმბვის სამუშაოები.'' - განაცხადა ალადაშვილმა. 

შეგახსენებთ, გურჯაანში ნავთისხევი ადიდდა და გზები დაიტბორა. მათ შორის თავისუფლების ქუჩა, რომელიც გურჯაანს  თბილისთან აკავშირებს. სტიქიის გამო გურჯაანს ამ დრომდე  ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი