
ორფოლოს პოლიგონზე ჯარისკაცს მეხი დაეცა, მისი მადგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. მედიასაშუალება დაშავებული ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.
როგორც სამედიცინო დაწესებულებაში "სამხრეთის კარიბჭესთან" აცხადებენ, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული: "ელექტრო ტრავმა აქვს, მეხი დაეცა, ორფოლოს პოლიგონიდან შემოიყვანეს, საწვრთნელ ბაზაზე იყვნენ ჩამოსულები, სამხედრო პირია".