სტიქია ლენტეხში - სოფელ ბაბილისკენ მაღალი გამავლობის მანქანებისთვის მოძრაობა აღდგა

გამოქვეყნდა:

სტიქიამ დააზარალა ლენტეხიც, თუმცა ჩამოწოლილი მეწყრის გამო ჩაკეტილი საავტომობილო გზა სოფელ ბაბილთან უკვე გახსნილია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, დაღვარცოფული გამონატანების გამო დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტიწამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

უხვმა ნალექმა განსაკუთრებული ზიანი ლენტეხის მუნიციპალიტეტის ლაშხეთის თემს მიაყენა, სადაც  დაზიანდა შიდა სასოფლო გზები. ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო და ერთ-ერთი უბანი გარე სამყაროს მოწყვიტა. შკედში კი ცენტრალური ხიდის ბურჯები დაზიანდა და  მისი ჩანგრევის საშიშროება არსებობს.  დატბორილია სახლები და დაზიანებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უმეტესობა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი