
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, ჯარისკაცის მდგომარეობა, რომელსაც 15 ივნისს მეხი დაეცა, კრიტიკულია.
როგორც ექიმი ამბობს, ამ დროისთვის მცირე სტაბილიზაცია შეინიშნება, ჯარისკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
"მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში. ტრავმა მიიღო, სავარაუდოდ, ელვით ე.წ. მეხის დაცემით. დაზიანებები აღენიშნება გულ-მკერდის და ქვემო კიდურების არეში. იმყოფება საკმაოდ კრიტიკულ მდგომარეობაში, ამ წუთისათვის მივაღწიეთ მცირე სტაბილიზაციას",- თქვა გუგა ქაშიბაძემ ტელეკომპანია "ფორმულასთან".
ორფოლოს პოლიგონზე შემთხვევა 15 ივნისს საღამოს მოხდა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ვიცე-პოლკოვნიკი გოდერძი აფრასიძე, სავარაუდოდ, ტელეფონზე საუბრობდა. ის უგონო მდგომარეობაში, გულის გაჩერებითა და დამწვრობით ჯერ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს, სადაც რეანიმაციული ღონისძიებები ჩაუტარდა, თუმცა საბოლოოდ თბილისში გადმოიყვანეს.