როგორი ამინდია მოსალოდნელი მომდევნო დღეებში - პროგნოზი

გამოქვეყნდა:

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 ივნისს საქართველოში სითბოს ფონზე შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, ზოგან ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსი იქნება.

17 ივნისს გამოიდარებს, ხოლო 18 ივნისიდან ისევ წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლოა ძლიერი წვიმა და სეტყვა აღინიშნოს.

რაც შეეხება დედაქალაქს - თბილისში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი