რუხთან მანქანა გზიდან გადავიდა და არხში ჩავარდა - დაიღუპა 2 ადამიანი

გამოქვეყნდა:

რუხთან, გალის ცენტრალური გზის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. 

დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები, დეიდა და დიშვილი არიან. მათი ცხედრები ექსპერტიზაზეა გადასვენებული. დაშავდა ორი ადამიანი. ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა, ის ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, "ოპელის" მარკის ავტომობილი სავალი გზიდან გადავიდა და არხში ჩავარდა. ამ წუთებში ადგილზე სამაშველო სამსახური და სამართალდამცველები მუშაობენ.

ავტორი: ემა გოგოხია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი