
აჭარის მთავრობის მეთაურმა სრულიად მოულოდნელად, სულ სამი სიტყვით დაანახა საზოგადოებას საკუთარი და მთლიანად მისი პოლიტიკური გუნდის დამოკიდებულება ქართველი სამხედროებისა და გმირებისადმი, რომლებიც თავგანწირვით ებრძოდნენ მტერს. განცხადებით, რომ 2008 წლის ომი "ლაჩრულად იყო წაგებული", რიჟვაძე ფაქტობრივად აგრძელებს ბიძინა ივანიშვილის და მმართველი პარტიის ცნობილ რიტორიკას, რომ ომი საქართველომ წამოიწყო და ოკუპაციაც ამ წამოწყების შედეგია.
რიჟვაძის შეფასება მძიმე მოსასმენია 2008 წლის ომის მონაწილეთათვისაც.
გაზმანოვის სიმღერაზე აცეკვებული თორნიკე რიჟვაძის თავდასხმის ობიექტი დაღუპულ გმირებთან ერთად საქართველოს მესამე პრეზიდენტიც გახდა. ყოფილ მთავარსარდალს რიჟვაძემ ომიდან გაქცეული იმის გამო უწოდა რომ მას, რუსული ბომბდამშენის გადაფრენისას სპეციალური დაცვის სამსახური გადაეფარა. წლებია ამ ფაქტს ქართული ოცნება რუსული პროპაგანდისტული ხაზის გასატარებლად იყენებს.