ყვარელში, ილიას ტბაზე კაცი დაიხრჩო

გამოქვეყნდა:

უბედური შემთხვევა კახეთში - ყვარელში, ილიას ტბაზე 32 წლის კაცი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ლაგოდეხიდან ორი მეგობარი ტბაში საბანაოდ შევიდა, თუმცა ერთ- ერთმა წყლიდან ამოსვლა ვეღარ შეძლო. 

ცხედარი მაშველების დახმარებით უკვე ამოიყვანეს, მას ექსპერტიზა ჩაუტარდება. 

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი