დიდ დიღომში 11 წლის ბავშვს ეძებენ

გამოქვეყნდა:

დიდ დიღომში 11 წლის ბავშვს ეძებენ - არსებული ინფორმაციით, მოზარდი გოგონა მესამე მიკროში დაიკარგა. ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. დაკარგულ ბავშვს ადგილობრივებიც ეძებენ. მათი ცნობით, გოგონა უკვე 4 საათია არ ჩანს. 

დიდი დიღმის ფეისბუქ ჯგუფში წერენ, რომ მოზარდის მოსაძებნად მუხათგვერდის სასაფლაოზე მიდიან.  სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი