აცვია მწვანე მაისური და ჯინსის ბრიჯები - 11 წლის მარიამს დიდი დიღმის მასშტაბით ეძებენ

გამოქვეყნდა:

დაკარგულ გოგონას  მწვანე მაისური და ჯინსის ბრიჯი აცვია - მოზარდის აღწერილობის შესახებ დიდი დიღმის ფეისბუქ ჯგუფში, ადგილობრივები ავრცელებენ ინფორმაციას.

"ვეძებთ 11 წლის მარიამს. აქვს გრძელი ყავისფერი თმა. აცვია მწვანე ფერის მაისური რომელზედაც გამოსახული არის კიკინებიანი ჩინელი  გოგონა, ჯინსის ბრიჯები, წელის შავი ჩანთა." წერენ ჯგუფში.

პოლიცია და ადგილობრივები ერთობლივი ძალებით ამ დრომდე ეძებენ მოზარდს, რომელიც უკვე თითქმის 5 საათია არ ჩანს და ვერც უკავშირდებიან. სამძებრო სამუშაოები თითქმის ყველა ლოკაციაზე მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი ბოლოს მწვანე სკოლასთან ნახეს

ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით 112-ს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი