
დიდ დიღომში დაკარგული 11 წლის მარიამი უვნებელი იპოვეს.
ინფორმაციას ადასტურებენ ბავშვის ოჯქხის წევრები.
ვიპოვეთ! მე არ ვიცი. მართლა არ ვიცი როგორ გადავიხდით ამხელა გვერდში დგომას! მადლობა ადამიანებო!, - წერს 11 წლის მარიამის ბიძა, აკო ახალაია.
11 წლის მარიამს რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიცია, ოჯახი, ახლობლები და ადგილობრივები ერთობლივად ეძებდნენ. ის 16 ივნისს, მესამე მიკროს მიმდებარე ტერიტორიიდან გაუჩინარდა.