„თორნიკე რიჟვაძევ, თვით ლაჩარო ბიჭო..." - ომის გმირის, ვახტანგ გზირიშვილის დედა რიჟვაძეს მიმართავს

გამოქვეყნდა:

უკვე მეორე დღეა 2008 წლის ომის ვეტერანები და გმირების ოჯახის წევრები თორნიკე რიჟვაძის გადადგომას და მისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ.

აჭარის მთავრობის მეთაურის განცხადებას სოციალურ ქსელში ომში დაღუპული 20 წლის გმირის, ვახტანგ გზირიშვილის დედა, მარინა გზირიშვილიც ეხმაურება და მისი შვილის სამხედრო ფიცს აქვეყნებს.

„თორნიკე რიჟვაძევ, თვით ლაჩარო ბიჭო, ეს სამხედრო ფიცი ჩემმა 20 წლის ვაჟკაცმა შვილმა და მისმა თანამებრძოლებმა რომ დადეს ღმრთის წინაშე, პირნათლად შეასრულეს ღმრთისა და ქვეყნის წინაშე. შენ რა შეასრულე და გააკეთე შე მდაბიო ბიჭო ღმრთისა და ქვეყნის წინაშე. ( არაფერი). მე შენ გეუბნები როგორი ლაჩარიც ხარ თვითონ ყველა ლაჩარი ნუ გგონია მოვა ერთი დროც და ღმრთისგან და ყველა საქართველოს გმირი ვაჟკაცებისგან მოგეკითხება," - წერს მარინა გზირიშვილი.

​შეგახსენებთ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, წლიური ანგარიშის წარდგენისას 2008 წლის ომის გმირებს შეურაცხყოფა მიაყენა და აგვისტოს ომს, "ლაჩრულად წაგებული ომი" უწოდა.

მას შემდეგ კი რაც რიჟვაძის ამ განცხადებას მწვავე რეაქციები მოჰყვა, მან "დააზუსტა", რომ მიხეილ სააკაშვილს გულისხმობდა.  თუმცა, გმირების ოჯახის მოთხოვნებს ამ დრომდე არ გამოხმაურებია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი