
„არ იყო არავინ შესული. შევედით შიგნით და დავინახეთ, რომ ძაღლის სახლში ეძინა," - ოჯახის ახლობელი ჰყვება, სად და როგორ იპოვეს 11 წლის მარიამი, რომელსაც გასულ ღამეს დიდი დიღომში ეძებდნენ:
„ფეხზე შევანჯღრიე. პირველი ემოციები ის იყო, რომ ერთი თვის წინანდელი მომხდარი ამბავი მაინც ჩალექილი გვაქვს ყველას. რომ შევედი და შევაჯანჯღარე, შემომხედა, თვალები გაახილა და პირველი ეგ ვუთხარი, რომ, მარი, შენი მეგობრის მამა ვართქო, ჩემი ბავშვის მეგობარია... შემომხედა, გადატრიალდა, ძილი გააგრძელა და ღმერთს ვთხოვე, რომ მადლობა-მეთქი და დავუძახეთ პოლიციას," - ამბობს ოჯახის ახლობელი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ დიდ დიღომში 11 წლის მარიამი გაუჩინარდა. პოლიცია, ოჯახი და ადგილობრივები მას რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. საზოგადოების ერთიანობამ საბოლოოდ შედეგი გამოიღო და მარიამი სრულიად უვნებელი იპოვეს.