რადიკალების თავდასხმა ახალგაზრდებზე - პოლიცია ადგილზე 40 წუთის დაგვიანებით მივიდა

გამოქვეყნდა:

ბორჯომში, სასტუმროსთან , სადაც სავარაუდოდ მოძალადე ალტინფოელები იყვნენ შეკრებილები, იგინებოდნენ, იმუქრებოდნენ და ქვებს ისროდნენ, პოლიცია თითქმის 40 წუთის დაგვიანებით მივიდა. ამჟამად სასტუმროსთან ვითარება განმუხტულია და ორკები იქ აღარ იმყოფებიან. პოლიციას არავინ დაუკავებია. 

მოძალადეებმა დააზიანეს და საღებავებით შეღებეს დამსვენებლების მანქანები და სასტუმროს ინვენტარი. 

შეგახსენებთ, ბორჯომში დღეს გირჩი-მეტი თავისუფლების სემინარი იყო დაგეგმილი, თუმცა დილიდან იქ სახელისუფლებო პროპაგანდისტბისა და მოძალადე დაჯგუფების წევრები ორგანიზებულად მივიდნენ და სემინარის მონაწილე ახალგაზრდებს დაუპირისპირდნენ. იქამდე კი ბორჯომისკენ მიმავალ გზაზე, გორში, თავს დაესხნენ ზურაბ ჯაფარიძეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი